ხეების ჭრიალსა და ქარის ქროლას ქუხილი აყრუებდა. ცას პირი მოეხსნა და ღვარად მოდიოდა წვიმა.აქოთქოთებული ნიაღვრები თავქვე ეშვებოდნენ და იყალთოს პირქაფიან ხევს უერთდებოდნენ. სულიერი არ ჭაჭანებდა გარეთ, ძაღლებიც კი აივნებქვეშ მობუნძღულიყვნენ და ცხვირები ფუმფულა კუდებში ჩაეყოთ.
↧